თორნიკე რიჟვაძე: ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც მთელ თავის სახსრებს ახარჯავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილისადმი „დაიცავი ბათუმის” ღია წერილს გამოეხმაურა.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მილიარდი ლარის მოცულობითი და ხარისხობრივი პროექტი, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რეგიონში ყველა პროექტი, ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონთან შესაბამისობაში და ამ შემთხვევაშიც კანონი ზედმიწევნით იქნება დაცული.

,,ფონდი ქართუ” და რა თქმა უნდა, მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, ვინც მთელ თავის სახსრებს ახარჯავს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ბუნებრივია, აჭარაც არ არის გამონაკლისი.

60 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტი განხორციელდა აჭარაში. მათ შორისაა ბათუმის დრამატული თეატრი, რომლის რესტავრაციისთვის ქართუ ფონდმა 15 მლნ გამოყო. ასევე, დელფინარიუმი, ახალგაზრდობის პარკი, რაგბის მოედნები. ამ ფონდის საქმიანობა ეხება პრაქტიკულად ყველა იმ სფეროს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის და თითოეული ქართული ოჯახის უკეთესი მომავლისთვის,”- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები