გიორგი ქობულია: ვერავინ ამიხსნა, რა შენიშვნები ჰქონდათ

“ვერავინ ამიხსნა, რა შენიშვნები ჰქონდათ,“ – ასეთია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განმარტება კითხვაზე – “რატომ გაუშვეს ის თანამდებობიდან”.
ყოფილმა მინისტრმა „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კიდევ ერთხელ ახსენა სიტყვა “კონფლიქტი”, თუმცა მას აღნიშნულ საკითხზე განმარტებები არ სურს და დეტალების შესახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობს.
„მე ეს არ მესმის, რას ნიშნავს “სამინისტროს ცუდი მართვა”. ეს ვერ ამიხსნეს და თუ ვინმე დაინტერესებული არის იმით, თუ როგორ ვმართავდი სამინისტროს, თუ რა შედეგები მქონდა, რა ხედვები, რა გეგმები მქონდა და რას ვაკეთებდი, ეს ანგარიშში შემიძლია, წარვადგინო. მე რაც ვთქვი ამ კონფლიქტზე, ეს იყო ის მაქსიმუმი, რის თქმასაც ვაპირებდი და რის თქმაც კორექტულად მიმაჩნია. ამაზე მეტს ვერ ვიტყვი არც ამ ეტაპზე და არც მომავალში იმიტომ, რომ მგონია, ამაზე მეტი რომც ვთქვა, ეს არ წაადგება ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ცნობისათვის, გიორგი ქობულიას ექსკლუზიური ინტერვიუ შაბათს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ეთერით გავიდა, სადაც იგი მმართველი პარტიის ლიდერთან კონფლიქტზე საუბრობდა.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ინტერვიუში ამბობს, თუ როგორ აიძულებდნენ მას, თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. ქობულია არ მალავს, რომ პრემიერმინისტრის ზეწოლას არ დასთანხმდა და, საბოლოოდ, ის გადააყენეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები