გამოფენა – „ივანე დვალის ფოტომატიანე“ გაიხსნა

 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში გამოფენა – „ივანე დვალის ფოტომატიანე“ გაიხსნა.
ფოტოგრაფი ივანე დვალი 1950-70-იან წლებში ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმში“ მოღვაწეობდა. მის ნამუშევრებში აისახა საბჭოთა საქართველოს სინამდვილე, სადაც რთულ კომპოზიციებში ინდუსტრიალიზაციის ნამდვილი სახე ჩნდება. ივანე დვალის ოსტატობა „საქინფორმის“ მდიდარი და ნაყოფიერი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. იდეოლოგიური ვალდებულებების მიუხედავად, მან იმდროინდელ ცხოვრებასა და ყოფასთან, ყოველდღიურობის ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული მაღალმხატვრული და რეალისტური ფოტომემკვიდრეობა შექმნა.
გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლიკა მამაცაშვილი.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1 / პეკინის გამზ. №40, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები