„ცხრა აპრილის მემორიალთან დავუჭიროთ მხარი ისრაელს“…

ოსკარ შინდლერის აკადემია და საქართველო-ისრაელის მეწარმეთა ასოციაცია, მაქს მეირ შავიტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ისრაელის მხარდამჭერ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!

8 მაისს, 14:00 საათზე, ცხრა აპრილის მემორიალთან დავუჭიროთ მხარი ისრაელს…

დღეს ჩემი ქვეყანა – ისრაელი – ცეცხლის ალშია გახვეული, სამხედრო თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს, რომ მტერი შევმუსროთ, თუმცა არ ვყვებით პროვოკაციებს და თავდაჭერილად მინიმალური შემაკავებელი პასუხებით შემოვიფარგლებით!
მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ ჩემს ერს და ჩემს ქვეყანას მეგობრული და მორალური მხარდაჭერა სჭირდება მთელი მსოფლიოსაგან და მეგობარი ერისაგან მით უმეტეს!
8 მაისს, 14:00 საათზე, ვისაც სურვილი გაქვთ, ისრაელის ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადოთ, ერთი საათით მობრძანდით რუსთაველის პროსპექტზე, 9 აპრილის მემორიალთან.
არავის პერსონალურად არ ვპატიჟებთ, რადგან არც იუბილეა და არც ფორუმი. ვისაც გული შეგტკივათ და მოახერხებთ, გადადეთ ყველაფერი და მობრძანდით…
ჩემს მეგობრებს კი ძალიან ვთხოვ, გააზიარეთ ეს პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და მიიღოს მონაწილეობა.
იმედია, ქართული მედია გააშუქებს და გამოეხმაურება ამ აქტივობას!
8 მაისს, 14:00 საათზე, ცხრა აპრილის მემორიალთან დავუჭიროთ მხარი ისრაელს.
ოსკარ შინდლერის აკადემია და საქართველო-ისრაელის მეწარმეთა ასოციაცია, მაქს მეირ შავიტი“, – წერს მაქს მეირ შავიტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები