„კლასიკური გიტარის შემსრულებელთა VII საერთაშორისო კონკურსის“ მონაწილეთათვის პიესის კონკურსი ცხადდება

„საავტორო სტუდია“ აცხადებს პიესის კონკურსს „კლასიკური გიტარის შემსრულებელთა VII საერთაშორისო კონკურსის“ მონაწილეთათვის.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პიესის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. პრიორიტეტი მიენიჭება ნაწარმოებს, რომელიც განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს კლასიკური გიტარის ტემბრალურ მრავალფეროვნებას. გამარჯვებულისთვის დაწესებულია პრიზი – 625 ლარი. ნაწარმოების წარდგენის ბოლო ვადაა 1 ივნისი: saavtorostudia@gmail.com

წლევანდელი კონკურსი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ორ ტურად ტარდება, თუმცა 6-11 ასაკობრივ კატეგორიაში მხოლოდ ერთი ტური გაიმართება.
პირველი ტური 25 ნოემბერს, მეორე ტური – 26 ნოემბერს, გალაკონცერტი კი 28 ნოემბერს არის დაგეგმილი.

6-11 წლის მონაწილეები

I ტური – 8-12

გამარჯვებულისათვის სპეციალური პრიზი სპონსორებისაგან.

12-17 წლის მონაწილეთათვის

I ტური –  8-10 წუთი
I I ტური – 10-15 წუთი
გამარჯვებულისათვის სპეციალური პრიზი სპონსორებისაგან.

18 წლის და ზემოთ მონაწილეებს

I ტური 10-15 წუთი (მათ შორის ბახის ან ვაისის ნამუშევრები ლუტნისთვის)
I ტური 15 -20 წუთი (მათ შორის ერთი ნამუშევარი 1975 წლის შემდეგ).

I პრიზი – 1500 ლარი
I I პრიზი – 1000 ლარი
I I I პრიზი – 500 ლარი

მონაწილეობის საფასური – 50 ლარი

კონკურსის ჩამოყალიბების იდეა 2013 წელს გაჩნდა, რის შემდეგაც თანამოაზრეებისა და მხარდამჭერების დახმარებით მან ყოველწლიური ხასიათი მიიღო. დაარსების დღიდან კონკურსის მხარდამჭერია, მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია „მუსიკის სახლი“, რომელიც გამარჯვებულებს ესპანური წარმოების Alhambra-ს ბრენდის ინსტრუმენტითა და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზით ასაჩუქრებს.
კონკურსის გენერალური სპონსორია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო;
მხარდამჭერები არიან: თბილისის კამერული ორკესტრი „სინფონიეტა“, ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა, ფონდი „თანადგომა“, საინფორმაციო -ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

იხილეთ ბმული:   https://www.facebook.com/Tbilisi-International-Classical-Guitar-Competition-337675823297392/?ref=bookmarks

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები