ვაჟა-ფშაველას შთამომავალს – თამარ (გულიკო) რაზიკაშვილს, 7 მაისს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ

 ვაჟა-ფშაველას შთამომავალი თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამარ რაზიკაშვილი  მწერალ ვახტანგ რაზიკაშვილის შვილია.
თამარ (გულიკო) რაზიკაშვილი ხელმძღვანელობდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე ძმები რაზიკაშვილების სახელობის მუზეუმს. იგი ლიტერატურის მუზეუმშიც მუშაობდა.
თამარ (გულიკო) რაზიკაშვილს, 7 მაისს, ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სასაფლაოზე მდებარე სამების ტაძარში  გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები