მიხეილ სააკაშვილი: საქართველოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას საქართველოში დიდი გეგმები აქვს. ამის შესახებ სააკაშვილმა პოლონურ ტელეარხ Белсат ТВ-ის პროგრამა Прасвет-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
 
„მე საქართველოსთან დაკავშირებით დიდი გეგმები მაქვს. ის გადასარჩენია. მე ახლა მთელს მსოფლიოში ყველა ქართველი ემიგრანტის კონსოლიდირებას ვახდენ. 12-ში მიუნხენში დიდი ყრილობა გვაქვს და ჩვენ დავიწყებთ საქართველოს გადარჩენის პროცესს, საქართველოს ისევ განვითარების ლიანდაგებზე დავაყენებთ. მჯერა, რომ უკრაინა ჩვენს რეგიონში წარმატებულიასლი იქნება, მაგრამ, ამავდროულად, საქართველო უკრაინის ფონზეც ყველაზე წარმატებული ქვეყანა იქნება. საქართველო პატარაა და მისი სწორი განვითარების რელსებზე გადაყვანა ადვილია. საქართველო იქნება კავკასიის სინგაპური, დუბაი, ჰონკონგი – დემოკრატიული შეფერილობით. უკრაინას ჩემს სახლად მივიჩნევ, მაგრამ საქართველოს გადარჩენა ჩემთვის პირველი რიგის საკითხია. ეს არ ნიშნავს, რომ მე კიევში არ ჩავალ. მე აუცილებლად ჩავალ უკრაინაში, შემდეგ კი – თბილისში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები