ლადო კახაძე: მზად ვარ, რომ პარლამენტში ვიყო თითოეული მთაწმინდელის ხმა (ვიდეო)

„საყოველთაო დაზღვევის პროგრამა – ეს არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

ლადო კახაძე ქიაჩელის, გაბაშვილისა და ზუბალაშვილების ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.

როგორც „კვირას“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია და საკუთარი პროგრამა წარადგინა. ლადო კახაძემ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაზე და დაჰპირდა ამომრჩეველს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა იქნება, გაიზარდოს სადაზღვეო ლიმიტები, ასევე, აიღო პასუხისმგებლობა, რომ სწორი და აქტიური კოორდინაციით შესაბამის უწყებებთან, აუცილებლად მოაგვარებს ავარიული შენობა-ნაგებობების პრობლემას.

„საყოველთაო დაზღვევის პროგრამა – ეს არის ჩვენი ხელისუფლების უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა და ბევრი ოჯახი განსაცდელისგან იხსნა. ახლა ჩვენი და პირადად ჩემი მიზანი იქნება, რომ სადაზღვეო ლიმიტი გაიზარდოს. მე მზად ვარ, რომ პარლამენტში ვიყო თითოეული მთაწმინდელის ხმა და ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ თქვენი პრობლემები იქნება ჩემი პრიორიტეტი“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები