“გარდა იმისა, რომ მაღალი დონის პროფესიონალები იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ქართული ტრადიციაა, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არ მოხდეს”

„გარდა იმისა, რომ მაღალი დონის პროფესიონალები იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას, ქართული ტრადიციაა, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არ მოხდეს,“ – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის პარლამენტში წარმოდგენილი წლიური ანგარიში.
მისივე განმარტებით, ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების მცდელობას საზოგადოება არ დაუშვებს.
ამასთან, დეპუტატი განმარტავს, რომ უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებს დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
„რასაკვირველია, პირველი თემა არის ეთნიკური საკითხები. მარტო საქართველოსთვის კი არა, ნებისმიერი მძლავრი ევროპული სახელმწიფოსთვის არის საშიშროება და სახეზეა, ეს პროცესები, თუმცა, გარდა იმისა, რომ მაღალი დონის პროფესიონალები იცავენ ამ მიმართულებით ჩვენს უსაფრთხოებას, ქართული ტრადიციაა, საუკუნეების საკმაოდ მძლავრად არის დღესაც საზოგადოებაში იმისთვის, რომ ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება არ მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები