მამუკა ბახტაძე: საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია, რომ აუცილებლად გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი

„კიდევ ერთხელ უნდა გავზარდოთ ინფორმირებულობის ხარისხი საზოგადოებაში, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მთავარ მიზნებზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა საქართველოს კიდევ უფრო მეტად იყოს წარმატებული ამ ინტეგრაციის გზაზე.
„საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს არის გამყარებული ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის მხარდაჭერით. დღეს შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, ასევე – სხვა რელიგიურ ლიდერებთან და კიდევ ერთხელ დღევანდელი დღე არის მაგალითი, როდესაც არსებობს სულისკვეთება, ყველა ვდგავართ ერთ პოზიციაზე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, მივესალმები ამ პროექტს „საქართველო ევროპულ ოჯახში“. კიდევ ერთხელ უნდა გავზარდოთ ინფორმირებულობის ხარისხი საზოგადოებაში, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მთავარ მიზნებზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაური დღეს პროექტის „საქართველო ევროპულ ოჯახში“ პრეზენტაციას დაესწრო.
პროექტი ორწლიანია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლების, საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობისა, აღნიშნული პროცესის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები