კარლ ჰარცელი: აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წვრთნები ზრდის დაძაბულობას

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას, იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
„ეს წვრთნები ზრდის დაძაბულობას და ადგილზე არსებული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს. გარდა ამისა, ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებას, იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმება და დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებელი წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“, – აღნიშნულია ელჩის წერილობით კომენტარში.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები