ზაზა გაბუნიას ინიციატივით, თემქისა და სანზონის მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, თემქისა და სანზონის მაჟორიტარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივითა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომლის ძირითად სამიზნე ჯგუფს ამ რაიონში მცხოვრები სამუშაოს მაძიებლები წარმოადგენდნენ.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, აღნიშნული ფორუმის მიზანს მოქალაქეების დამსაქმებელთან დაკავშირება და სასურველი სამუშაოს მოძიება წარმოადგენს.
„დღეს რაც ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება, ეს დასაქმებაა. ამისთვის არსებობს სახელმწიფო პროგრამები და ჩვენ შევეცადეთ, ამ ფორუმის საშუალებით სამსახურის მაძიებლები დამსაქმებლებისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მონაწილეობით დაგვეკავშირებინა”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

დასაქმების ფორუმში 22 კომპანია მონაწილეობდა, რომელმაც აქტიური ვაკანსიები სხვადასხვა სფეროდან წარმოადგინა, მათ შორის – მომსახურების, გაყიდვებისა და სამშენებლო სფეროებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები