ტარივერდიევისადმი მიძღვნილი ფილმის – „სახლი მთაწმინდაზე“ პრემიერა შედგა

თბილისის მეგობრობის სახლში  ფილმის – „სახლი მთაწმინდაზე“ პრემიერა შედგა. ფილმი მიქაელ ტარივერდიევს ეძღვნება.
ტარივერდიევი  132 კინომუსიკის, 100 რომანსის, 4 ოპერის, 4 ბალეტის, ასევე  ორღანისთვის მუსიკის ავტორია.
ფილმის კინორეჟისორია ხოსე მაჯინერე.
საღამოს ლამაზი გაგრძელება ჰქონდა, სადაც ტარივერდიევის მელოდიაზე შექმნილი სიმღერები შესრულდა.  სიმღერა „თბილისო“ თავისივე თარგმნილი ტექსტით პოეტმა იგორ მალკომ შეასრულა.
სიტყვით გამოვიდნენ: მეგობრობის სახლის დირექტორი ნანა ნიკოლაძე, პოეტები – მზია ხეთაგური და ანა გრიგი,  კომპოზიტორი ბორის შხიანი, თბილისის საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე  რიტა ხიდირბეგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები