ქართულ-ებრაული მეგობრობის საღამო გაიმართება

 5 მაისს, 16 საათსა 30 წუთზე, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება და ამავე საზოგადოების ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა განყოფილება  ისრაელიდან ჩამოსულ საპატიო სტუმრებთან, კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრას გამართავს.
როგორც „კვირას“ რუსთაველის საზოგადოებიდან აცნობეს, შეხვედრა გაიმართება ისრაელიდან ჩამოსული დელეგაციის წევრებთან: იზოლდა მოშიაშვილთან, შოთა წვენიაშვილთან, პაატა იოსებაშვილთან, რაბი შმოელ ფანიკაშვილთან, იაკობ აჯიაშვილთან, მიხაელ ფიზიცკისსა და მოშე ელიკთან
ღონისძიებას   მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,პიონერფილმის” სხდომათა დარბაზი უმასპინძლებს.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები