საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi 8 მაისს დაიწყება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალთან – CinéDOC-Tbilisi დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
CinéDOC-Tbilisi, 8-13 მაისს, გაიმართება. ფესტივალს კინოთეატრი „ამირანი“ და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი უმასპინძლებს.
ექვსდღიანი ფესტივალის ფარგლებში, რომლის წლევანდელი სლოგანია – „დააკავშირე ფიქრები“ 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფილმების ჩვენებების შემდეგ, მაყურებლებს რეჟისორები და პროდიუსერები შეხვდებიან და კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიას გამართავენ. ასევე დაგეგმილია მასტერკლასები და ტრენინგები.
CinéDOC-Tbilisi 13 მაისს, საკონკურსო სექციაში გამარჯვებულების გამოვლენის და დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები