თამარ ჩუგოშვილი: აზერბაიჯანთან ერთად მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ საზღვრის დემარკაციის პროცესი

პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესი მაქსიმალურად დასაჩქარებელია. მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა მეზობელ ქვეყანასთან ერთადაა მოსაგვარებელი.
„ჩვენთვის და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ, აზერბაიჯანთან ერთად, რომელიც ჩვენი მეზობელი და პარტნიორი ქვეყანაა, მაქსიმალურად დავაჩქაროთ საზღვრის დემარკაციის პროცესი. ვიცით, პრობლემა რაშიც მდგომარეობს – რაღაც ნაწილზე არ გვაქვს დადგენილი სრულად საზღვრები. შესაბამისად, საჭიროა ამ პროცესის მაქსიმალურად დაჩქარება, რათა ის ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს და წლიდან წლამდე არ აქტიურდებოდეს მსგავსი პრობლემები”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები