მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მატარებელმა დროულად გაჩერება ვერ მოასწრო და მამაკაცს დაეჯახა. ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
მომხდარის გამო, მეტრო შეფერხებით მუშაობს. შემადგენლობა დიდუბიდან ახმეტელის მიმართულებით არ გადაადგილდება.
შემთხვევის ადგილას საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული.
სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები ზონალურად მოძრაობენ. რაც ნიშნავს იმას, რომ მატარებლის გადაადგილება ხდება დიდუბე-ვარკეთილის მიმართულებით და – პირიქით.