,,წინა ხელისუფლების დროს 200 ათასით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა, რადგან ზოგს ციხეში უშვებდნენ და ზოგს ქუჩაში კლავდნენ”

ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა და წინა ხელისუფლების დროს, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

„რთული ასატანია იმ საზოგადოებისგან, რომელიც მხილებულია ისეთ უმძიმეს დანაშაულებში, როგორიცაა წამება, ქონების წართმევა, მედიისთვის წიხლის ჩარტყმა, რუსეთთან თანამშრომლობა, გაყვანილი სამხედრო ბაზების რეანიმაცია, რუსეთისთვის ქონების გადაცემა და მერე რუსების შესახებ საუბარი, რომ ვითომ მოწინააღმდეგეები არიან, თითქოს არ ახსოვდეთ ის, რასაც თვითონ ჩადიოდნენ ქვეყანაში და ამ ყველაფერზე ფაქტებიც მეტყველებს. როცა არის საუბარი საერთო შეფასებაზე, ჩაიხედონ ოფიციალურ მონაცემებში და ნახავენ, რომ მაგ დროს 200 ათასით შემცირდა საქართველოს მოსახლეობა – გაიქცა ხალხი, რადგან ზოგს ციხეში უშვებდნენ და ზოგს ქუჩაში კლავდნენ“,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები