ქუთაისში, მაშველებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩერებული ე.წ. „ეშმაკის ბორბალიდან“ 20-მდე მოზარდი უვნებლად ჩამოიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ქუთაისში, მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაჩერებული ე.წ. „ეშმაკის ბორბალიდან“ 20-მდე მოზარდი უვნებლად ჩამოიყვანეს.
როგორც უწყებიდან ,,კვირას” აცნობეს, სამაშველო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, ატრაქციონიდან ჩამოყვანილი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს.
ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, გაჩერდა
წულუკიძის სკვერიდან პარკის მიმართულებით მოძრავი საბაგირო გზაც, რითაც იმ დროისათვის 5 მოქალაქე მგზავრობდა. მეხანძრე-მაშველებმა ხუთივე მათგანს დახმარება უმოკლეს დროში აღმოუჩინეს. ყველა მათგანი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.