გიორგი გახარია დავით გარეჯზე: აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობის სულისკვეთების ფარგლებში დავიცავთ როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე, ეკლესიის ინტერესებს

უმაღლეს საკანომდებლო ორგანოში ,,მინისტრის საათის“ დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და დავით- გარეჯის თემაზე კომენტარი გააკეთა.
,,როდესაც ჩვენი ქვეყნის 20%-ი არის ოკუპირებული, მეზობლებთან მეგობრული, სტრატეგიული ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამას თავი რომ დავანებოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სტრატეგიული ურთიერთობის სულისკვეთების ფარგლებში და საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში ჩვენ შევძლებთ და დავიცავთ როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესებს, “- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები