მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია დაიწყო, ენმ ამომრჩეველთან შეხვედრას, ძირითადად, ფარულად მართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერების ოჯახებში დადიან, ქუჩაშიც ხვდებიან მოსახლეობას, თუმცა, ძირითადად, კამერების გარეშე და ჩუმად.
“ნაცმოძრაობის” ლიდერები საარჩევნო პროცესის თავისებურებას იმით ხსნიან, რომ ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილ ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, თუმცა “კვირას” არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციის ლიდერებს კონკრეტული ფაქტების დასახელება გაუჭირდათ.
გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ძირითადად მარნეულზეა “მიმაგრებული” და ქვემო ქართლში მერობის კანდიდატ აგილ მუსტაფაევთან ერთად მართავს შეხვედრებს, ერთ-ერთი იმათგანია, რომლის საარჩევნო შეხვედრების გაშუქება არაერთხელ ვცადეთ. რამდენიმეჯერ გაგვიმართლა, თუმცა, ვაშაძეს ყველა ჯერზე, “კვირას” გამოჩენა აღიზიანებს და ამას არც მალავს.
ენმ-ს მხარდამჭერები ჟურნალისტებს მუშაობის პროცესში ფოტოს და ვიდეოს უღებენ და ამით ცდილობენ მედიის მუშაობას ხელი შეუშალონ.