დღეს მარტვილში „წაჩხურობა“ აღინიშნა

​მარტვილის მუნიციპალიტეტში „წაჩხურობის“ დღესასწაული აღნიშნეს.
სპეციალურად დღევანდელი დღისთვის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად ძირითად უშვილო წყვილები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ, რომელბსაც თან აკვანი მოჰქონდათ, სადაც თოჯინა ეწვინათ. წყვილებმა თოჯინები ეკლესიის ეზოში დატოვეს, ზოგიერთმა გააჩუქა კიდეც.
დღეს აღნიშნულ დღესასწაულზე ის წყვილებიც იყვნენ, რომლებსაც წლების შემდეგ, სასწაული საკუთარ თავზე იწვნიეს და შვილი შეეძინათ.
მორწმუნეებმა, ტრადიციის თანახმად, გზა ტაძრამდე ფეხით გაიარეს.
„წაჩხურობა” მარტვილში აღდგომის დღესასწაულის მეორე ხუთშაბათს ყოველწლიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები