ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი (კმ5-კმ10.3) მონაკვეთის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ „კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

„აღნიშნული გზა, ადგილობრივი დასახლების პარალელურად, ერთმანთთან აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალსა და სენაკი-ჩხოროწყუ-წალენჯიხა-ზუგდიდის გზების ქსელს. აღნიშნული გზის გამართულად ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით. არსებული გზა ძლიერ დაზიანებულია და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად მოგვარდება არსებული პრობლემები, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ახალი რკინა-ბეტონის მილები, კიუვეტები და გაბიონის კედლები, ასევე, გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტოპვილიონის, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და მონიშვნა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 434 716 ლარია. სამუშაოები 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები