გიორგი გახარია: პოლიცია არ არის არც ჩემი და არც თქვენი, ეს პოლიცია არის თითოეული მოქალაქის

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ „მინისტრის საათის“ ფორმატში საპარლამენტო გამოსვლისას დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
„მე ერთი რამე მინდა, გითხრათ – რომ ეს პოლიცია არ არის არც ჩემი და არც თქვენი. ეს პოლიცია არის თითოეული მოქალაქის და მინდა გთხოვოთ, რომ ყველა იმ ღირსეული ადამიანის, რომელიც მუნდირს რომ გაიხდის, ჩვეულებრივი მოქალაქეა – ამ ხალხის ღირსებას გავუფრთხილდეთ, მათი შრომა დავაფასოთ და ვიცოდეთ, რომ მათ მძიმე შრომაზეა დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიური უსაფრთხოება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები