სერგო რატიანი გახარიას: სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას ელაპარაკეთ, რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით და, ფაქტობრივად, ვხედავდით, როგორ აფარებდნენ თქვენი გამომძიებლები ხელს დამნაშავეებს”, – ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, სერგო რატიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა.
რატიანი დაინტერესდა, დადგა თუ არა კონკრეტული პირების მიმართ პასუხისმგებლობა.
“პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევები ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით და, ფაქტობრივად, ვხედავდით, როგორ აფარებდნენ თქვენი გამომძიებლები ხელს დამნაშავეებს. ამის შემდეგ რეკომენდაცია იყო, რომ გამოძიება დაწყებულიყო და გარკვეული სამსახურებრივი პასუხისმგებლობა დამდგარიყო კონკრეტული პირების მიმართ. მაინტერესებს, რა ხდება ირაკლი ფიფიას მიმართ, კახა სირაძის მიმართ – რომელიც ზედამხედველი იყო გამომძიებლებისა, იოსებ სიგუას მიმართ, ეს უნიკალური პირი სად არის, რას აკეთებს? დაიწყო თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით?! – რა პასუხისმგებლობა დაეკისრა მას?! ასევე, შალვა ბედოიძე სად არის, იყო თუ არა გამოძიება მის მიმართ ჩატარებული. როდესაც აქ ლაპარაკია შედარებებზე, ეს შედარებები მოუყვანეთ და ელაპარაკეთ სარალიძეს, მაჩალიკაშვილს, კერზაიას. ამ ადამიანებს ელაპარაკეთ, თუ რა ბრწყინვალე მინისტრი ხართ თანდაყოლილი კოლხური პლასტიკით“, – მიმართა სერგო რატიანმა შინაგან საქმეთა მინისტრს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები