ბოლივიაში მეწყერმა ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა (ვიდეო)

ბოლივიაში, ლა პასში ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, საცხოვრებლის გარეშე 380 ადამიანი დარჩა. ქალაქის ღარიბ რაიონში მეწყერი ხანგრძლივი წვიმების შედეგად ჩამოწვა.
ქალაქის მერის, ლუისა რევილას განცხადებით, სახლები, რომლებიც მეწყერმა გაანადგურა, ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვის გარეშე აშენდა.
თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც საცხოვრებელი დაკარგეს, მომხდარში ძველ ნაგავსაყრელს ადანაშაულებს, რომელიც მათი საცხოვრებელთან მდებარეობდა. მათი აზრით, მიწა მას შემდეგ დაიძრა, რაც ნაგავსაყრელზე ნაგავმა კრიტიკულ მასას მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები