ლომია გახარიას: გთხოვთ, დაელაპარაკოთ ლგბტ საზოგადოების მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან მსვლელობაზე

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი ლომიამ შს მინისტრს, გიორგი გახარიას თხოვნით მიმართა, რომ ლგბტ საზოგადოების მსვლელობის ორგანიზატორებს დაელაპარაკოს და უარი ათქმევინოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაზე. დეპუტატმა მინისტრს ისიც ურჩია, რომ თემისთვის გამოიყოს შესაბამისი ადგილი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც – ქვეყნის სიწმინდეებთან.
„თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქოსა და კონკრეტულად პატრიარქის წინააღმდეგ მიმდინარეობს “შავი” პიარკამპანია და ამ “შავი” პიარკამპანიის უკან დგანან არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული მოქალაქეები, სამწუხაროდ, ამაში ჩართული არიან მასმედიის საშუალებები. ამ ყველაფრისთვის იხარჯება ძალიან დიდი ფული. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ დღემდე ვერ გამოავლინეთ, ვინ დგას ამ “შავი” პიარკამპანიის სათავეში და დღემდე ეს ადამიანები არ არიან გამოვლენილნი და დასჯილნი.
​პატრიარქმა 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის დღედ.
“ჩვენ ვიცით, რომ 17 მაისს დაგეგმილია ლგბტ საზოგადოების მსვლელობა, რაც, პრინციპში, გამოიწვევს დაპირისპირებას საზოგადოების მეორე ნაწილთან. პოლიცია უნდა იყოს სიმშვიდის გარანტი და მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის; დაელაპარაკოთ მსვლელობის ორგანიზატორებს, უარი თქვან ამ მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში. გთხოვთ, გამოუყოთ ადგილი, სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ადგილი, რომელსაც გამოუყოფთ, არ უნდა იყოს დაკავშირებული არც ქვეყნის გამარჯვებებთან და არც – ქვეყნის სიწმინდეებთან“, – განაცხადა სხდომაზე დეპუტატმა, გიორგი ლომიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები