თამაზ ბაძაღუას ხსოვნის საღამო გაიმართება

3 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 206-ე აუდიტორიაში „93-ე აუდიტორია“ გამართავს თამაზ ბაძაღუას ხსოვნის საღამოს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით წმინდა გიორგი ჭყონდიდელის აკადემიის მიერ გამომცემლობა ,,საარში“ ცალკე წიგნად დასტამბული აღორძინების ხანის ცნობილი იტალიელი პოეტის ტორკვატო ტასოს პიესა „ამინტას“ თამაზისეული თარგმანის პრეზენტაცია შედგება, რომელიც მან 27 წლის ასაკში დაწერა.
თამაზ ბაძაღუა ქართული მწერლობის 80-იანელთა თაობის გამორჩეული წარმომადგენელია. 28 წლის ასაკში უკვე აღიარებული პოეტი, დრამატურგი და მთარგმნელი გახლდათ. სწორედ ეს ასაკი იქცა ახალგაზრდა სიცოცხლისათვის გადაულახავ ბარიერად. ტრაგიკული იყო მისი წასვლა ქართული მწერლობიდან…
2019 წლის 22 იანვარს ის 60 წლის გახდებოდა. საიუბილეო თარიღი ტრადიციულად აღინიშნება მის მშობლიურ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები