ლარი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7044 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარი 2.7029 ლარი ღირდა.
0.0092 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0392 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0300 ლარი იყო.