„მერაბ კოსტავა 80 – მოგონებები აფხაზეთიდან“ – შეხვედრა გაიმართება

3 მაისს, 17 საათზე,  მორიგი შეხვედრა: „მერაბ კოსტავა 80 – მოგონებები აფხაზეთიდან“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოს უმასპინძლებენ XX საუკუნის მეორე ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები აფხაზეთიდან: ნუგზარ მგალობლიშვილი, თეიმურაზ მჟავია, თეიმურაზ ლორთქიფანიძე, ჯემალ გამახარია, ეთერ კოპალიანი. მოწვეული სტუმრები გაიხსენებენ მერაბ კოსტავასთან ურთიერთობის საინტერესო ისტორიებს.
ამ შეხვედრით თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება აგრძელებს შეხვედრების ციკლს – „მოგონებები მერაბ კოსტავაზე“.
მისამართი: თბილისი, მ. ზანდუკელის 1, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები