საკრებულოებში დეპუტატების 89% მამაკაცია, 11% კი – ქალბატონი

„სამართლიანი არჩევნებისა და “დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგებით, საკრებულოებში დეპუტატების 89% მამაკაცია, 11% კი -ქალბატონი. მონაცემები 2014 წლის თებერვლის მდგომარეობას ასახავს. კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი – 8 ქალბატონი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, მცხეთასა და ახალქალაქს კი ქალი დეპუტატი საერთოდ არ ჰყავს.
ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გენდერული ბალანსის დაცვის თვალსაზრისით, უკეთესი პერაპექტივა არც მოახლოებული არჩევნების შემდეგ არსებობს და ხელისუფლებამ პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის ასამაღლებლად მექანიზმები უნდა გააძლიეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები