ნიკა მელია ბიზნესმენებს შეხვდა

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ბიზნესმენებს შეხვდა. ნიკა მელიამ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პრიორიტეტებზე ესაუბრა.
მელიას განცხადებით, ბიზნესმენებისგან მიიღო რეკომენდაციები, რომლebსაც არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინებს.
„მათ პროგრამის ფარგლებში ყველა ის მიმართულება გავაცანი, რომელიც მე მაქვს წინასაარჩევნოდ და რის გაკეთებასაც ვაპირებ თბილისში გამარჯვებისთანავე. შეხვედრა იყო არა მონოლოგის, არამედ კითხვა-პასუხის რეჟიმში. მივიღე ასევე ის რეკომენდაციები, რაც გასათვალისწინებელიa“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები