დავით-გარეჯის დასაცავი აქცია გაიმართება

4 მაისს, 18:30 საათზე, პარლამენტის წინ, დავით-გარეჯის დასაცავი საზოგადოებრივი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები არიან:  უფლებადამცველთა ასოციაცია და დემოკრატიის ინსტიტუტი.
„არ დავუშვათ დავით-გარეჯის უდაბნოს მონასტრის კვლავ ჩაკეტვა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ და მის საბოლოო მიტაცება! ერთად მოვითხოვოთ ხელისუფლებისაგან დაუყონებლივ გადადგას ადეკვატური ნაბიჯები აზერბაიჯანის მიერ უდაბნოს მონასტრის გზის ხელახალი გადაკეტვა, სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ, როგორც ამაზე მათი მესაზღვრეები ღიად საუბრობენ!
ჩვენ ასევე მოვითხოვთ, საქართველოს მთავრობამ, უმოკლეს ვადებში, ყველა ადეკვატური მეთოდის გამოყენებით, უზრუნველყოს უდაბნოს, ჩიჩხიტურისა და გარეჯის სხვა უძველესი ქართული მონასტრების საბოლოოდ ჩვენ საზღვრებში აღიარება აზერბაიჯანის მიერ!“ – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები