მიმდინარე კვირას პარლამენტში გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრს, გიორგი გახარიასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.
“მინისტრის საათის” ფორმატში გახარიას მოსმენა 2 მაისს, ხოლო გომელაურის – 3 მაისს გაიმართება.
სუს-ის უფროსის მოსმენის შემდეგ კი, პარლამენტი დადგენილებას მიიღებს.