„ბათუმობა 2019“-ის დღესასწაულზე ნანი ბრეგვაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის ტიტული მიენიჭა

ნანი ბრეგვაძე ბათუმის საპატიო მოქალაქე გახდა. „ბათუმობა 2019“-ის გალაკონცერტზე, რომელიც  ნანი ბრეგვაძის გამოსვლით დასრულდა, ტიტული მას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მიანიჭა.
ბათუმისთვის სტატუსის მინიჭების დღესთან დაკავშირებით, ,,ბათუმობა 2019“ აღინიშნა.  თარიღი უკავშირდება ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭებას. 1885 წელს ბათუმის 90-მა მცხოვრებმა წერილობით მიმართა კავკასიის სამოქალაქო ნაწილის უფროსს, ბათუმისათვის ქალაქის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 1888 წლის 28 აპრილს ბათუმს ქალაქის სტატუსი მიენიჭა.
,,ბათუმობა 2019“-ის  დღესასწაულზე დელეგაციები ბათუმთან დამეგობრებული 9 ქვეყნის 13 ქალაქიდან  ჩავიდნენ.
საზეიმო მიღება სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა და მასში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები თორნიკე რიჟვაძე და დავით გაბაიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრები, ბათუმის მერიის, საკრებულოს წარმომადგენლები და ქალაქის საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.
”ბათუმობასთან” დაკავშირებით ხუთი საპატიო ბათუმელი დაასახელეს. გურამ ფუტკარაძეს (მხატვარი) საპატიო ბათუმელის დამადასტურებელი სიგელი გადასცა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.
ასევე, საპატიო ბათუმელის წოდება მიენიჭათ ხასან მაკარაძეს (პროფესორი), შუშანა ფუტკარაძეს (პროფესორი), ვანო პაპუნიძეს (პროფესორი ) და ოთარ გოგოლიშვილს (ისტორიკოსი- პროფესორი). ბათუმის საპატიო მოქალაქე  – სულხან ლომინაძე (კარდიოქირურგი) გახდა.

„ბათუმობა-2019-ისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები ბათუმის ბულვარში გაიმართა და ტრადიციულად გალა-კონცერტით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები