ქობულეთის საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს
ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოში საკანალიზაციო მილში გაჭედილი ემბრიონი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა მილში ემბრიონი. მედპერსონალის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კლინიკაში მილი გაიჭედა და ადგილზე შესაბამისი სამსახური გამოიძახეს.
მომხდარის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ შს სამინისტროს აცნობა. უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.