ზაურ დარგალი: ჩემი მთავარი პრიორიტეტი  ეკოლოგიაზე ზრუნვა იქნება

მარნეულის მერობის „ქართული ოცნების“  კანდიდატმა მარნეულში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ზაურ დარგალმა სოფელ ბაიდარში,  ადგილობრივებთან  ერთად, ნაძვის ნერგები დარგო.
“ჩვენი პრიორიტეტი იქნება ეკოლოგიაზე ზრუნვა. ჩემი მერის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, გუნდთან ერთად ვიმუშავებ სხვადასხვა მიმართულებით. მერიას  ეკოლოგიური მიმართულებითაც გავააქტიურებ”,- განაცხადა ზაურ დარგალმა.

გამწვანების აქციამდე, მერობის კანდიდატი მოსახლეობას დაგეგმილ პროგრამებზე ესაუბრა და  ის პრობლემები მოისმინა, რომელიც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ზაურ დარგალი დღესვე სოფელ ქუტლიარის, ხუტონ ლეჟბადინის, დიდი მუღანლოს და ლეჟბადინის მცხოვრებლებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები