ალექსანდრე მოწერელიამ ოქროსა და ვერცხლის მედალოსანები დაჯილდოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ და ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, კახაბერ ფარცვანიამ წარჩინებული მოსწავლეების ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვეს.
როგორც “კვირას” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, 2017-2018 სასწავლო წლების 86 წარჩინებული მოსწავლე დაჯილდოვდა. ამ რაოდენობის მედალი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეკორდულია. სულ 61 ოქროს და 25 ვერცხლის მედალი გაიცა.
სახელმწიფო რწმუნებულმა მედალოსნებს მიღწეული წარმატება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.
“წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” პროგრამას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები