ზაურ დარგალი: ჩემი მერობის პერიოდში მოსახლეობასთან ერთად გადავწყვეტთ, რა შევცვალოთ რაიონში

მმართველი პარტიის მარნეულის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. ზაურ დარგალი სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო, რომელთა შორისაც, სასმელი და სარწყავი წყლის არ არსებობა, ასევე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.
“ჩემი მერობის პერიოდში მოსახლეობასთან აქტიურად ვიქნებით კომუნიკაციაში. მათთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს, თუ რა უნდა შევცვალოთ რაიონში. ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა არის კომუნიკაცია მოსახლეობასთან”, – განაცხადა ზაურ დარგალმა.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ილმაზლოს, ამბაროკას და ალგეთის ღვინის მეურნეობას, სადაც მისასვლელი გზები სავალალო მდგომარეობაშია და ათეული წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებიათ, პრობლემა წლის ბოლომდე მოუგვარდებათ. ამისთვის ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები