ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ადასტურებს, რომ “ენმ-სა” და “ევროპულ საქართველოს” შორის შეთანხმება არსებობდა
ჭიათურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე, რომელსაც მხარს “ევროპული საქართველო” უჭერს, “კვირასთან” აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოს” შორის წინასაარჩევნო შეთანხმება არსებობდა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციურ პარტიებს მხარი ერთი კანდიდატისთვის უნდა დაეჭირათ. თუმცა შეთანხმება დაირღვა. ჭუმბურიძის ინფორმაციით, ენმ მხარს ზურაბ კუპატაძეს უჭერს.
“მაქვს ინფორმაცია, რომ “ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის ნამდვილად იყო შეთანხმება, რომ იმ ქალაქებში სადაც ტარდება არჩევნები ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. “ნაციონალურ მოძრაობას” ხუთი ნომრით კანდიდატი არ დაუყენებიათ, არც ჩემს მიმართ გამოუხტავთ მხარდაჭრა, ასე თუ მოხდება მე მხოლოდ მივესალმები. მაქვს რაღაც ინფორმაცია, რომ ზურაბ კუპატაძეს უჭერენ მხარს, მაგრამ მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია”,- განაცხადა დავით ჭუმბურიძემ.