ცხინვალში საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიისგან დასაცავად მისაღები ზომები განიხილეს
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მოადგილემ, რაშიდ ნურგალიევმა, ცხინვალში გამართულ თათბირზე განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ბიოლაბორატორიიდან გამომდინარე საფრთხესთან ბრძოლისთვის ზომებია მისაღები.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა და რაშიდ ნირგალიევმა “რესპუბლიკის” სოციალურ ეკონომიკური დარგის განვითარებასთან დაკავშირებით ითათბირეს. თათბირზე გაჟღერდა საკითხები, რომლებიც ეხება სანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ საფრთხეებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “რესპუბლიკის” სასოფლო-სამეურნეო ზედამხედველობის ხელმძღვანელმა, ალან მარიევმა, რომელმაც ისაუბრა ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც აღმოჩენილ იქნა საქართველოს ე.წ. “საზღვართან”.
“მისი გავრცელება მასობრივ ხასიათს არ ატარებს, მაგრამ არის საფრთხე, რომ მწერი დათბობისთანავე გავრცელდება”,- განაცხადა მარგიევმა.
ვითარების სირთულეზე, ასევე, ყურადღება რაშიდ ნურგალიევმაც გაამახვილა.
“შევისწავლეთ ეს პრობლემა. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ერთგვარი შტამპია, რომელიც ლუგარის ლაბორატორიიდან ვრცელდება. ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს სხვადასხვა ვირუსის გავრცელებასთან. ეს ნაციონალური უსაფრთხოების ელემენტია და საჭიროა, მივიღოთ ამასთან ბრძოლის ზომები”, – განაცხადა ნურგალიევმა.