“ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, ე.წ. უდოს კომისიამ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება”

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, ე.წ. უდოს კომისიამ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი იყოს „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები.
“უდოს“ კომისია არის მთავრობასთან არსებული ორგანო, რომელიც თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე მოქმედებს. შესაბამისად, მათ კომპეტენციიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკუსიისგან დამოუკიდებელი იყოს „უდოს“ კომისიის გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ აქცენტებს, ამას აკეთებს ოპოზიცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ ჩაერევიან პოლიტიკური კუთხით ე.წ. უდოს კომისიის საქმიანობაში,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე არ გაათავისუფლებენ. “უდოს” კომისიამ საქმე 11 აპრილს განიხილა და ყოფილ პრემიერს გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

კომენტარები

კომენტარი