ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა შეაჯამა

0

„არ რჩება არცერთი საკითხი, რაზეც შეიძლება, არსებობდეს, საბოლოოდ, პრინციპული წინააღმდეგობა, რაც გვიტოვებს იმის იმედს, რომ ორი კვირის თავზე, როდესაც კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და საბოლოოდ შევიმუშავებთ კანონპროექტებს, ეს კანონპროექტები იქნება შეჯერებული ყველა მხარესთან”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შეჯამებისას განაცხადა.​
​ირაკლი კობახიძის თქმით, რეფორმის მეოთხე ფაზის ოთხ ძირითად საკითხზე, რომელიც სასამართლოს გადატვირთულობას, დისციპლინურ წარმოებას, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფორმირებასა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკავშირდება, სამუშაო ჯგუფმა პროდუქტიული დისკუსია წარმართა.
„ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას და, საბოლოოდ, მაისში ჩვენ მოვახერხებთ შესაბამისი კანონპროექტების წარდგენას პარლამენტში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი