„ხადორი 3″ ჰიდროელექტროსადგური დერივაციული ტიპის ელექტროსადგურია. მას არ გააჩნია სათავე ნაგებობა, არ ხდება მდინარის გადაკეტვა, არ ხდება კერძო საკუთრების შეხება, არცერთი კვადრატული მეტრის დატბორვა”, – ამის შესახებ კომპანია „ფერის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა პანკისში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, არცერთი კვადრატული არ მეტრი დაიტბორება.
“სადგური წყალს მოიხმარს არსებული „ხადორი 2″ ჰიდროელექტროსადგურიდან და მიემართება დაღმავალი მიმართულებით, ხეობისკენ. გასცდება 20-25 ოჯახს და ამის შემდეგ უბრუნდება ალაზნის კალაპოტს. 98-99 პროცენტი მოსახლეობისა ვერც კი გრძნობს, რაიმე შეხება თუ აქვს ჰესს მდინარესთან. აქ იყო საუბარი, რომ, თურმე, წყალი დაშრება, რაც წმინდა წყლის სიცრუეა. ჯერ ერთი, გვაქვს სანიტარიული ნორმა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ და უნდა დავტოვოთ მდინარის კალაპოტში. გარდა ამისა, ალაზანს ამ მონაკვეთში უერთდება სამი მდინარე. შესაბამისად, გამორიცხულია, მდინარე მივიდეს დაშრობამდე. ესეც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა”, – აღნიშნა იორდანიშვილმა.