აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა, ე.წ. პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას უნდობლობა გამოუცხადა. ამასთან, ე.წ. პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს მიმართა, საკუთარი ნებით გადადგეს პრეზიდენტის პოსტიდან.
“ინტერფაქსის” ინფორმაციით, გადაწყვეტილებას სხდომაზე მყოფი 21 “დეპუტატიდან” ხმა 20-მა მისცა.
ამ დროისთვის, 27 მაისს ოპოზიციის მიერ დაკავებული ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან უვადო მიტინგი მიმდინარეობს, რომელზეც ანქვაბის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიციამ განაცხადა, რომ საკუთარ თავზე იღებს რესპუბლიკის მმართველობასა და კოალიციური მთავრობის ფორმირებას.