გია ვოლსკი: მნიშვნელოვანია იმ საკითხში ბოლომდე ჩაღრმავება, რომელზეც ვერ მოხერხდა ჩვენი და ვენეციის კომისიის პოზიციების დამთხვევა

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნას ეხებოდა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდიც წუხს იმაზე, რომ მათი და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს. „როგორც ამერიკის ელჩი ამბობს, ის წუხს იმაზე, რომ უმრავლესობის და ვენეციის კომისიის ყველა პოზიცია არ დაემთხვა ერთმანეთს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენც ვწუხვართ, თუმცა მთელი რიგი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რაც დაემთხვა. არის ერთი საკითხი, რაშიც ვერ დავემთხვიეთ ერთმანეთს, როდესაც საუბარია არჩევნები ჩატარდეს დახურული თუ ღია კენჭისყრით. ვფიქრობთ, დახურული კენჭისყრით უნდა ჩატარდეს იმის გამო, რომ ზეწოლის ყველანაირი შანსი გამოირიცხოს. მე ვფიქრობ, ამ თარგმანით გარკვეული სპეკულაცია მიმდინარეობს პოლიტიკურ წრეებში. მე არამგონია, თარგმანში დაკარგვაა აუცილებელი იმისათვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა გარკვეული სპეკულაცია განახორციელონ ამასთან მიმართებით. რეალობაა ის, რომ მთელი რიგი ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომლებიც გათვალისწინებულია კანონპროექტში და რომელიც ამ კანონს აქცევს საერთაშორისო სტანდარტის მაღალი დონის დოკუმენტად. მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმ საკითხში ბოლომდე ჩაღრმავება, რომელზეც ვერ მოხერხდა ჩვენი და ვენეციის კომისიის პოზიციების დამთხვევა. ვენეციის კომისია ყოველთვის გვთხოვდა, რომ სასამართლო სისტემაში კენჭისყრა ყოველთვის დახურულად ჩატარებულიყო, რათა არ ჰქონოდა ზეწოლას ადგილი. გაგრძელდება პროცესი და ყველა იხილავს, რომ შედეგი იქნება პოზიტიური”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები