​შრი ლანკაზე დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა

შრი ლანკაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 310-მდე მიაღწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “News 1st”-ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, დაშავებულთა რიცხვი 480-ს აღწევს. ისინი კოლომბოს, ნეგომბოსა და ბატიკალოას საავადმყოფოებში აგრძელებენ მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საავადმყოფოებში, ამ დროისთვის, 41 ადამიანის ამოუცნობი ცხედარი იმყოფება.
ტერაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 30 ეჭვმიტანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები