განათლების მინისტრი: საქართველოს მასშტაბით, წელსაც ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი

“ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით წელსაც ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა წეროვანში განაცხადა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი წეროვნის მე-3 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„ნებისმიერი ბავშვისთვის წიგნი, წიგნთან ყოველდღიური ურთიერთობა, ალბათ, ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღეს გადავეცით ბიბლიოთეკას ქართული წიგნები, შევხვდით ბავშვებს, პედაგოგებს და, ამ ღონისძიების გარდა, დღეს ქვეყნის მასშტაბით საკმად ბევრი ღონისძიება იგეგმება.პრემიერმინისტრის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ, ამ სკოლის მსგავსად, წეროვანში კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით წელსაც ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი. მომავალ წელს ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება”, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები