ინდონეზიაში, არჩევნებზე ხმების დათვლისას, საარჩევნო კომისიის 50-ზე მეტი წევრი დაიღუპა

ინდონეზიაში ბიულეტენების დათვლის დროს საარჩევნო კომისიის 54 წევრი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არიფ ბუდიმანი ავრცელებს.
მისი თქმით, ხმების დათვლის დროს, გადაღლილობის გამო, საარჩევნო კომისიის 54 წევრი დაღუპა, ხოლო 32 საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
აღსანიშნია, რომ ზოგიერთ ლოკაციაზე სამუშაო დღე დილის 5 საათზე დაიწყო, ხოლო ხმის მიცემა – დილის 7 საათზე. აღნიშნული პროცესი, თითქმის, 24 საათის შემდეგ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები