CNN – შრი ლანკის ხელისუფლება ტერაქტის საშიშროების შესახებ ინფორმირებული იყო

ინდოეთისა და ამერიკის სპეცსამსახურებმა არაერთხელ აცნობეს შრი ლანკის ხელისუფლებას შესაძლო ტერაქტების შესახებ. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იუწყება.

შრი ლანკის წარმომადგენლის, რეჯით სენარათნეს განცხადებით, 4 აპრილს უცხოურმა სპეცსამსახურებმა აცნობეს ჩინოვნიკებს თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის დაწყების შესახებ ქრისტიანულ ეკლესიებსა და ტურისტულ ადგილებზე.

ხუთი დღის შემდეგ, 9 აპრილს, შრი ლანკის თავდაცვის სამინისტრომ შეთქმულების შესახებ პოლიციის გენერალურ ინსპექტორს აცნობა და შესაძლო ორგანიზატორიც დაუსახელა – რადიკალური ტერორისტული დაჯგუფება – Nations Thawahid Jaman.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები